საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ხატისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - ღირსისა 6 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „დავბეროთ ნესტუსა...“ (ხმა VII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით) (ხმა V).
„დიდება“ მისივე: „სიტყუათა შენთა სიმართლე...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ხმა VIII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ 2-გზის (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ხმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსისა.
„დიდება“, „აწ და“- მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლი.
II კანონი - შვიდეულის დღისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლი.
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მუშაკობისა საღმრთოისა სეხნაო...“.
„დიდება“, „აწ და“ მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ღირსისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „წყარო სულისა წმიდისა...“ 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ მისივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „ოქრო ქანდაკი...“
„აწ და“ მისივე: „ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი დედაი...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ხმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღვთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა;
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ - მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.