უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულთა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „ღამისთევის (VI რანგი) მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები: მოციქულთა - 8 მუხლი (ხმა II):

„ეჰა გვირგვინნო ქებისანო...“ _ 2-გზის, „ეჰა დიდებით შვენიერნო...“ - 2-გზის, „ეჰა სულისა გალობანო...“ _ 1-გზის (იხ. ძვ. სტ. 29 ივნისს, მწუხრად), და რიგზედ 3 დასდებელი.

„დიდება“ მისივე: „ყოვლადპატიოსანი მოციქულთა...“ (სადღესასწაულო) (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ხმა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ დღის წარდგომა.

_ საწინასწარმეტყველო _ 3 (ახალი აღთქმიდან, იხ. ძვ. სტ. 29 ივნისი).

_ „ლიტიასა ზედა დასდებლები: მოციქულთა (საზიარო თვენიდან)

„დიდება“ მოციქულთა: „სოფლისა სავსებაი...“ (ხმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესრა აღესრულა...“ (ხმა I).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: მოციქულთა (რიგზედ, თავის ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „დღესასწაული სიხარულისა...“ (ხმა VI).

„აწ და“ მისივე: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (ხმა VI, იხ. III ჟამი).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

- ტროპარი მოციქულთა: „მოციქულთა თავნო...“ 2-გზის (ხმა IV).

- „ღმრთისმშობელო ქალწულო... - 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

- ტროპარი მოციქულთა: „მოციქულთა თავნო...” 2-გზის (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – მოციქულთა (რიგზედ).

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა მოციქულთა (ფსალმუნთა გამოკრებილ მუხლებთან ერთად).

_ შემდგომად „სადიდებელისა“ წარდგომა: „საცნაურისა მზისა...“ (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ აღსავალი I, მე-4 ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ხმა VIII).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 50 და. X, 1-15.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

- წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა II) (საზიარო თვენიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - წმ. პეტრესი და პავლესი (ძლისპირი 2-გზის) - 8 მუხლად.

II კანონი - წმ. ათთორმეტ მოციქულთა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად.

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოციქულთა: „თქუენ უკუე...“ (რიგზედ)

„დიდება“ მისივე: „დიდთა მნათობთა...“

“აწ და“ მისივე: „ვითარცა ქალწულმან...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მოციქულთა (ხმა VIII, რიგზედ).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოციქულთა: „მოწაფეთა ყოვლადპატიოსანთა...“ (რიგზედ)

„დიდება“ მისივე: „ათორმეტ რიცხვთა...“

„აწ და“ მისივე: „შენ მიერ ვიქადით...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოციქულთა - 4 მუხლი (რიგზედ).

„დიდება“ მისივე: „მოვლეთ ყოველი...“ (ხმა VIII).

„აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“ (იმოიძიე ღმრთისმშობლისანებში, რვახმათაგან, ხმა VIII, შაბათს ცისკრად).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი მოციქულთა: „მოციქულთა თავნო...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...” (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- პეტრე და პავლე მოციქულთა კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით);

- მოციქულთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მოციქულთა.

კონდაკები: - „დიდება“ - მოციქულთა

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარი: მოციქულთა;

„დიდება“ - კონდაკი: მოციქულთა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - მოციქულთა.

სამოციქულო და სახარება _ მოციქულთა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი (ხმა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.