უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: რადგან შაბათის დღის სამოციქულო და სახარება გადმოტანილია კვირას, ამის გამო, ვფიქრობთ წმიდის საკითხავები არ უნდა დავუტევოთ: მღვდელთმთ. – ებრ. 318 დას. VII, 26- VIII, 2. Iნ. 36 დას, X, 9-16.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (მღვდელთმთავრისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა II).

- აღმოსავლური - 3 მუხლი.

- მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ ღირსო მამაო...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ხმა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ მღვდელთმთავრისა: „უხორცოთა განწყობილსა...“ (ხმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა I): „აჰა ესერა აღესრულა...“.

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო - 3-გზის.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფლავად...“ - 2-გზის (ხმა II).

„დიდება“, ტროპარი - მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV) (საზოგადო).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ

_ იპაკო (ხმა II).

_ ანტიფონები (ხმა II).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ“ (ხმა II).

მუჴლი: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“.

_ საცისკრო სახარება: სახ. III, მკ. 71 დას. XVI, 9-20.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი - ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი – მღვდელთმთავრისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მღვდელმთავრისა: „საღმრთოისა ქუხილისა...“ (ხმა IV) (საზოგადო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთოი ნათელი...“ (ხმა III).

„დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (III).

„დიდება“ განმანათლებელი მღვდელთმთავრისა: „ებან სულისა წმიდისა...“

„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (III).

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა II).

- მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი (ჩასართავები მოიძიეთ „სტიქარონსა“-ზედა).

„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (III).

„აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა II) და მღვდელთმთავრისა.

_ კონდაკი: აღდგომისა და მღვდელთმთავრისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,

_ მღვდელთმთავრის კანონის მე-3 გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- მღვდელთმთავრისა;

კონდაკები: _ აღდგომისა;

„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“ (ან „აწდა“-ზე ვიტყვით აღდგომის კონდაკს).

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- მღვდელთმთავრისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- მღვდელთმთავრისა;

კონდაკები: - აღდგომისა.

- ტაძრისა;

„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;

„აწ და“ - `სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და მღვდელთმთავრისა.

სამოციქულო და სახარება - კვირისა და მღვდელთმთავრისა.

წარდგომა (ხმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“.

მუხლი: „სწავლით განმსწავა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე“.

წარდგომა (ხმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი - გულისხმისყოფასა“.

ალილუია (ხმა II): „შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“.

მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“.

ალილუია (ხმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მსჯავრსა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.