საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: 6 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ხმა II).
- მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (ხმა I).
„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ ღირსო...“ (ხმა V).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „უხორცოთა განწყობილსა...“ (ხმა I).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მღვდელმთავრისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმთავრის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ – „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთო ნათელი შეიწყნარე...“
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმთავრისა: „დაბერე მაღლად საყვრისა...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ-ხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „ჭირთა შინა შემწე...“
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“;
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“;
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა III).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარმწუნოებისა...“ (ხმა IV).
„დიდება“„აწ და“ - ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწდა“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- რიგის წმიდის;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწდა“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (ხმა III).
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია: „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“ (ხმა VIII).
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანნი“.
ალილუია (ხმა I): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.