უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღემისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმთავრისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-12.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლად (ხმა II).

„დიდება“ მისივე: „საღმრთო ცხოვრება შენი...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „მამათა სიკეთესა...“ (ხმა VI) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ...“

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „ხორციელი ცხოვრება...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი („დიდების“ ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

ცისკრის ჟამი:

_“ღმერთი უფალი (იგალობება III ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „ხორციელი ცხოვრება...“ (ხმა III) 2გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი („დიდების“ ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსისა.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად.

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „სიჭაბუკითგან ყოვლისა...“ - 2გზის.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითაცა ქალწულმან...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი ღირსისა (ხმა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: „ვითარცა შორით...“

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვედრებულ ქმნილო ყოველთა...“

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „ხორციელი ცხოვრება...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი („დიდების“ ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწდა“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ხმა VIII).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“ (ხმა VII).

ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“ (ხმა I).

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“ (ხმა VI).

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ხმა VIII).

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.