უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები საზოგადო თვენიდან _ ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის გამოცემა, 2024 წ.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა (ათანასე ათონელისა).

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ხმა II).

- ღირსისა - 3 მუხლი (ხმა V).

„დიდება“ მისივე: „შენ მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII)

„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად).

შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული. მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას.

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“

„დიდება“ ღირსისა: „რამე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად).

_ „აწ განუტევე“

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შესავედრებელად გუაქუ...“ (ხმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I) - 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შესავედრებელად გუაქუ...“ (ხმა I).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (თვენიდან, ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსი მამის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „იტვირთე წიაღთა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „გამოსჩნდი შენ მოღუაწებითა...“ (ხმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზოგადო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი~.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.

„დიდება“ ღირსისა: „ქებით აღესრულების...“ (ხმა I).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უხრწნელო ღმრთისმშობელო...“ (ხმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“

- ღირსისა.

კონდაკები: - ღირსისა;

- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;

- „აწ და“ - შვიდეულის დღისა.

შენიშვნა: პარასკევს, მაცხოვრის ტაძრის ტროპარ-კონდაკი არ ითქმის.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ღირსისა;

- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;

- „აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;

- „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.