საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
შენიშვნა: ვიყენებთ ღირსი მამის და არა ღირს მამათა საკითხავებს, უბრალოდ სახელის ნაცვლად ხან ვიტყვით თომას, ხან აკაკის.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა (სისო დიდისა).
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- ღირსისა თომასი - 3 მუხლი (ხმა V);
- ღირსისა აკაკისა - 3 მუხლი (ხმა VI);
„დიდება“ ღირსისა თომასი: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა, პარაკლიტონიდან - 3 მუხლი.
შენიშვნა: შაბათს, „სტიქარონსა“ -ზედა გვაქვს მიცვალებულთა დასდებლები, ამიტომ ტიპიკონის მოთხოვნით მოწამეთა მუხლები უნდა წავიკითხოთ „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან. მაგრამ, ხშირად პარაკლიტონში მოწამეთა მუხლების ნაცვლად წერია „სამეუფო“ დასდებლები, სამაგიეროდ მოწამეთა მუხლები გვაქვს „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში, ამიტომ უპრიანია ეს (ანუ მოწამეთა) დასდებლები წავიკითხოთ.
ჩასართავები - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ ღირსისა აკაკისა: „რამე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვახმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „წმიდაო ქალწულო...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV) (საერთო).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ხმა II).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV) (საერთო).- 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – ღირსი თომასი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – ღირსი აკაკისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (პარაკლიტონიდან, ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი პარაკლიტონიდან.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსისა აკაკისა „სოფელი ესე დაუტევე...“ (ხმა II).
- წარდგომა ღირსისა თომასი: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ - წარდგომა ღირსისა აკაკისა: „მწყსილი უფლისა მიერ...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებლისა შეგვიძლია გამოვიყენოთ).
„აწ და“ – „იტვირთე წიაღთა...“ (მე-3 გალობის შემდგომი წარდგომის „აწ და“).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა თომასი: „დიდად მხნედ...“ (ხმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა თომასი: „ქებით აღესრულების...“
„დიდება“ განმანათლებელი შაბათისა (პარაკლიტონდან).
„აწ და“ მისივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო,...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ – მისივე (პარაკლიტონიდან).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV) (საერთო).
„დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა, განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი _ მამათა.
კონდაკები – ღირსისა თომასი და აკაკისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად, პარაკლიტონიდან.
შესვლად:
ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - ტაძრისა;
_ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
_ მამათა.
კონდაკები: _ ტაძრისა;
_ ღირსისა თომასი;
- ღირსისა აკაკისა;
_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: _ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
_ მამათა.
კონდაკები: _ ღირსისა თომასი;
_ ღირსისა აკაკისა;
_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
_ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.