უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

შენიშვნა: საზიარო თვენიდან შეიძლება მეფეთა საკითხავიც გამოვიყენოთ (რა თქმა უნდა შერჩევით, ანუ შინაარსობლივი კონტექსტის გათვალისწინებით).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება III ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა III).

- აღმოსავლური - 3 მუხლი.

- მოწ. მეფისა - 4 მუხლად.

„დიდება“ მისივე: „გაქუს შენ მდინარე...“ (მოწამის საზიაროთაგან, ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ხმა III).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ მოწ. მეფისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (მოწამის საზიაროთაგან, ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო - 3-გზის.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება III ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი და იშვებდინ..“ - 2-გზის (ხმა III).

ტროპარი მოწ. მეფისა: „კეთილმსახურებითა და სიმართლითა სცხოვნდებოდი და სამღვდელოთა დასთა მსგავსად დაჰშუერ ქრისტეს ეკლესიისათვის, ნუგეშინისმცემელო ჭირვეულთაო და შემწეო ყოვლისა ერისაო, წმიდაო მირდატ, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახელისა შენისანი“ (ხმა VI)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (წმიდის „ტროპრის“ ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ჴმა VI).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. (იხ. А. Кашкин 2024: გვ. 605).

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ

_ იპაკო (ხმა III).

_ ანტიფონები (ხმა III).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი , რომელი არა შეიძრას“ (ხმა III).

მუხლი: „უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“

_ საცისკრო სახარება: - სახ. IV, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი მოწ. მეფისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მოწ. მეფისა: „ცხორებაი შენი ყოვლადვე ღმრთისმსახურებითა წარმართე, საქმეთა შენთა ღირსებითა და სარწმუნოებისა ელვარებითა სასუფეველი ცათა დაიმკვიდრე და ქრისტეს თანა იხარებ აწ, გამოუთქმელსა მას ბრწყინვალებასა, კეთილმსახურო მეფეო მირდატ, ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ხმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწ. მეფისა: „ვითარცა ოქრო...“ (მოწამის საზიაროთაგან, ხმა I). „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „შემწე შეუწევნელთა...“.

ან: „ვითარცა ქვეყანამან კეთილმან...“ (მეფეთა საზიაროთაგან, ხმა IV). „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „გიხაროდენ ღმრთისა სამკაულო...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა III).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IV).

„დიდება“ „განმანათლებელი“ მოწ. მეფისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (მოწამის საზიაროთაგან, ხმა VIII).

ან: „დავითის სიმშვიდე...“ (მეფეთა საზიაროთაგან, ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (IV).

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა III).

- მოწ. მეფისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების ჩასართავები).

„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (IV) (პარაკლიტონიდან).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და მოწ. მეფისა.

_ კონდაკი: აღდგომისა და მოწ. მეფისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:

- მიმდინარე ხმის - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- მოწ. მეფის III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- მოწ. მეფისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება“ - მოწ. მეფისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

შენიშვნა: შესაძლებელია „აწ და“-ზე აღდგომის კონდაკი წავიკითხოთ.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- მოწ. მეფისა;

კონდაკები: - აღდგომისა.

„დიდება“ _ მოწ. მეფისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- მოწ. მეფისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

„დიდება“ - მოწ. მეფისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა და ალილუია - აღდგომისა (ხმისა) და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამისა.

განიცადე _ კვირისა და მოწამისა.

წარდგომა (ხმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.

მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ხმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.

მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.

ალილუია: (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და, ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.