საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და მოწამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ხმა III).
- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ხმა II).
„დიდება“ მისივე: „სამღვდელოითა კვართითა...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით „გიხაროდენ შენ ნათლისა...“ (ხმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონება...“ (ხმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების” ხმის მიხედვით): „დედოფალო შუამდგომელო ყოველთა...“ (ხმა III).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიესმგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიესმგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მღვდელმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მისივე: „დიდმან მღვდელმოწამემან...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „მნათობად ღმრთივბრწყინვალედ...“ (ხმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მღვდელმოწამისა „აზნაურობასა საღმრთოსა...“ (ხმა II).
„აწ და“ ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა III).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიესმგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მღვდელმოწამისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- მღვდელმოწამისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.
წარდგომა (ხმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ხმა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.