უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღემისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება III ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ხმა III).

- მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ მარიამ ღმრთისმშობელო...“ (ხმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...

„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა VII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ანგელოზთა თანა გიხაროდენსა...“ (ხმა VII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეურვდეთ...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეურვდეთ...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება..

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითამსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი (პარაკლიტონიდან).

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: „სატანჯველთა მრავალთა...“ (ხმა VIII).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი შვიდეულის დღისა.

„დიდება“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სუეტთა...“ (ხმა I).

„აწ და“ შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან, რომელთაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...

- „და იყავნ ნათელი უფლისა...

„დიდება“ „აწ და“ მისივე ღმრთისმშობლისა (ხმა III).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი კეთილ არსზე (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია

_ „ყოველდღიური ანტიფონები - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- მოწამეთა;

„დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა.

- მოწამეთა;

„დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.

ალილუია (ხმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.