რომ. 118 დას. XV, 17-29
მაქუს უკუე სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ. რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა. ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რაჲთა მე იერუსალჱმითგან და გარემო ვიდრე ილორიკიადმდე აღვასრულო სახარებაჲ იგი ქრისტესი. ხოლო ესრეთ პატივ-ცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე, არამედ ვითარცა წერილ არს: რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ.
ამისთჳსცა დავეყენე მისლვად თქუენდა. ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან. და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად. ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა. რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა. ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.
მთ. 49 დას. XII, 46 - XIII, 3
იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი.
მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.