საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკრი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - დიდმოწამისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- ღირ. იოანესი - 4 მუხლი (ხმა I).
- ღირ. გაბრიელისა - 4 მუხლი (ხმა VI).
„დიდება“ ღირსთა: „ხატად გაწმენდილისა...“ (ხმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით) „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსთა (იხ. სადღესასწაულოდან: 2 საწინასწარმეტყველო - ძვ. სტ. 9 მარტი და 1 საწინასწარმეტყველო - ძვ. სტ. 7 მაისი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსთა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მისივე: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო რომელან...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსთა 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ ღირსთა: „ცრემლთა თქვენთა...“ (ხმა VIII);
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე: „ვითარცა ყოვლად უბიწომან...“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმინდათა მისთა“ (ხმა IV).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავე-თვის, რომელი ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „ვედრებითა ღირსთა ათონელთა მამათა, მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ღირსნო მამანო...“ (ხმა VI).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსთა: „მოღვაწებითა ვნებანი...“ 2-გზის (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ალსა გეენისასა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ღირსთა (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსთა: „სულითა წმიდითა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ქალწულო ყოვლად უბიწოო...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსთა - 4 მუხლი:
„დიდება“ მისივე: „ოქრო ნილოსით მრწყველი...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსთა III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსთა;
კონდაკები: „დიდება“ - ღირსთა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსთა;
კონდაკები: - ტაძრის;
„დიდება“ - ღირსთა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსთა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი ღირსთა მისთა“.
ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად”.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.