საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება – თვენიდან, ძვ. სტილით 25-26 მარტი.
შენიშვნა: 25-26 მარტის საკითხავების ნაცვლად შესაძლებელია ასევე, გამოვიყენოთ ძვ. სტ. 8 ნოემბერს მთავარანგელოზ მიქაელის განგება, სადაც შევცვლით სახელს.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება (ჟამნის მითითების მიხედვით).
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მამათა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი – მე-15.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- მთავარანგელოზისა - 6 მუხლი (ხმა I)
შენიშვნა: იხ. სადღესასწაულოში ძვ. სტ. 25 მარტი: „უკეთუ ხარება მოიწიოს დიდმარხვის რომელიმე შვიდეულის სადაგ დღეს, შემდგომად სადილის ჟამისა, მწუხრად, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებელნი მთავარანგელოზისა: „გაბრიილ დიდებული...“; „დიდი საიდუმლო...“ და „ნათლითა სავსე ხარ...“ _ 2-2-გზის.
„დიდება, აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (იხ. პარაკლიტონი, ხმა I, ხუთშაბათს მწუხრად, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედას „აწ და“): „ამაღლებული ვითარცა გიხილა...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, ხმა III, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“, „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა მისივე: „სოფელი შეწყალებულ იქმნა...“ (ხმა III).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი - მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ქალწულო ყოვლად-უხრწნელო დედაო...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი - მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო...“ (ხმა IV)_ 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ქალწულო ყოვლად-უხრწნელო დედაო...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინასაუკუნეთამან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მთავარანგელოზისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე; იხ. ძვ. სტ. 26 მარტი).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მთავარანგელოზის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მთავარანგელოზისა: „უხორცოთა მსახურთა...“ (ხმა IV, იხ. ძვ. სტ. 26 მარტი, შემდგომად მე-3 გალობისა).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მთავარანგელოზისა: „მთავარანგელოზო ღმრთისაო...“ (ხმა II) (იხ. ჟამნი).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა) _ „ღირს-არსი“.
_ „განმანათლებელი“ _ შვიდეულის დღისა.
„დიდება, _ მთავარანგელოზისა: „ზესთა ბრწყინვალისა...“ (შეგვიძლია გამოვიყენოთ კონდაკი, რომელიც მე-6 გალობის შემდეგ წერია, ძვ. სტ. 26 მარტს).
„აწ და“ _ ღმრთისმშობლისა, შვიდეულის დღის.
._ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზისა - 4 მუხლი.
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „ახარებს დღეს...“.
შენიშვნა: „ყოველი სული“ არ იგალობება, მაგრამ გვაქვს დასდებლები „აქებდითსა“-ზედა.
„დიდებამაღალიანის“ წინ „შენდა დიდება შვენის....“ არ ითქმის.
_ „დიდებამაღალიანი“ - ყოველდღიური იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან)
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი - მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო...“ (ხმა IV).
„დიდება“„აწდა“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მთავარანგელოზისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- პარაკლიტონიდან _ 4 მუხლი;
- მთავარანგელოზის III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
- მთავარანგელოზისა.
კონდაკები: - მთავარანგელოზისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – შვიდეულის დღისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
- ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მთავარანგელოზისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მთავარანგელოზისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მთავარანგელოზისა.
წარდგომა: (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ხმა IV): „რომელმან შექმნა ანგელოზნი სულად, და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი სულად, და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.