უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მთავარანგელოზისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- მოციქულისა - 6 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ მოციქულისა: „იქმენ აკვილა ყოვლად-ბრძენო...“ (ხმა II, ერთ-ერთი დასდებელი).

„აწ და“ დოგმატიკონი: „ვინ არა განკვირდეს...“ (წარსაგზავნი ხმის, ხმა III).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა დღისა.

შენიშვნა: შაბათს, „სტიქარონსა“-ზედა გვაქვს მიცვალებულთა დასდებლები, ამიტომ ტიპიკონის მოთხოვნით მოწამეთა მუხლები უნდა წავიკითხოთ „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან, მაგრამ რადგანაც პარაკლიტონში, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა მოცემულია სამეუფო დასდებლები, ხოლო „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში მოწამეთა მუხლებიც გვაქვს, უპრიანია ისინი (ანუ მოწამეთა მუხლები) წავიკითხოთ.

„დიდება“ მოციქულისა: „ვითარცა მზისთუალმან...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან („სტიქარონსა“-ზედას „აწ და“).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი მიმდინარე, წარსაგზავნი ხმისა: „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).

შენიშვნა: ტროპრის ხმა ემთხვევა მიმდინარე ხმას.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება III ხმაზე).

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა III) ._ 2-გზის.

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი ტროპრის ხმის მიხედვით: „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოციქულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

I კანონი - მოციქულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ტაძრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი. (პარაკლიტონიდან).

_ „უმცირესი – „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“ (ხმა IV).

„დიდება, აწ და“ მისივე: „ესაია პირველივე...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოციქულისა: „ვითარცა რა მზე დიდი..“ (ხმა IV) (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მოციქულისა: „მოწაფესა სიტყვისასა...“

„დიდება“ _ განმანათლებელი პარაკლიტონიდან,

„აწ და“ მისივე.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან... - იკითხება.

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონისა (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან, ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „უმცირესთაგანი„კეთილ-არსზე“ დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით: „წინასწარმეტყველთა გქადაგეს...“ (ხმა III).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: მოციქულისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ – 6 მუხლად, პარაკლიტონიდან.

შესვლად:

ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - ტაძრისა;

_ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“

_ მოციქულისა.

კონდაკები: _ მოციქულისა.

_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;

„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: _ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“

- _ მოციქულისა.

კონდაკები: _ მოციქულისა.

_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;

_ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - მოციქულისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – მოციქულისა და დღისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშევებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ-არს ზრახუასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.