წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან.
შენიშვნა: ექვსი მსოფლიო კრების წმიდათა მამათა ხსენება არ იერთებს „მცირე წმიდის“ მსახურებას, მაგრამ თუ ინებებს უპირატესი, შესაძლებელია წმიდა ივლიტას და კვირიკეს საკითხავების ჩართვა მოწამის (და არა მოწამეთა) საზიარო თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირას ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- აღმოსავლური - 1 მუხლი (ხმა IV).
- მამათა - 6 მუხლი (ხმა VI).
„დიდება“ მამათა: „დღეს სულისა საიდუმლოსა...“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი...“ (ხმა IV).
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ:
- აღდგომისა - 3 მუხლი;
- მამათა - 4 მუხლი;
- მოწამეთა – 3 მუხლი;
„დიდება“ მამათა: „დღეს სულისა საიდუმლოსა...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა):
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ საწინასწარმეტყველო _ 3, მამათა.
_ „ლიტიასა“-ზედა დასდებლები: ტაძრისა,
„დიდება“ _ მამათა: „მოციქულთა მცნებისა...“ (ხმა III);
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უთესლოდ მუცლად-იღე...“ (ხმა III).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მამათა: „წლითი წლად..“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის.
- ტროპარი მამათა: „უფროსად დიდებულ-ხარ...“ (ხმა VIII) _ 1-გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ - ტროპარი მამათა: „უფროსად დიდებულ-ხარ...“ (ხმა VIII)
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ხმა VIII).
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ:
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 1-გზის (ხმა IV).
ტროპარი მამათა: „უფროსად დიდებულ-ხარ...“
„დიდება“ - ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა, ხოლო იმ შემთხვევისთვის, თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, იმის გამო რომ მოწამეთა ტროპრის ხმა მიმდინარე ხმას ემთხვევა, „აწ და“-ზე წავიკითხავთ ღმრთისმშობლისას რიგზედ.
_ ნეტარარიანი მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა IV).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ სახელისა შენისათვის“ (ხმა IV).
მუხლი: „ღმერთო ყურთა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-5, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღსდგა რა იესო საფლავით...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I - კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II - კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III - მამათა ორი კანონი - 8 მუხლად (4-4, ძლისპირის გარეშე).
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ:
I - კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II - კანონი მამათა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III – მოწამეთა კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა IV).
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ აღდგომის კონდაკისა და იკოსის შემდეგ წავიკითხავთ კონდაკს მოწამეთა: „მკლავთა ზედა იტვირთა...“
- წარდგომა მამათა: „ნათელნო ბრწყინვალენო...“ (ხმა IV) – 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მამათა (ხმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (V).
„დიდება“ „განმანათლებელი“ მამათა: „საღმრთოთა მამათა...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „გიხაროდენ პალატო...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 8 მუხლად:
აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა IV);
მამათა - 4 მუხლი (ხმა VI) (თავისი ჩასართავებით);
„დიდება“ მამათა: „მწყობრნი საღმრთონი...“ (ხმა VIII),
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
I ჟამის წინ:
„დიდება, აწ და“ _ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (V).
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მამათა.
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ ჟამებზე მამათა და მოწამეთა ტროპრებს მონაცვლეობით ვიტყვით.
_ კონდაკები: აღდგომისა და მამათა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- მამათა კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა;
- მამათა.
კონდაკები: - „დიდება“ - მამათა.
„აწ და“ – „აღდგომისა.“
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მამათა.
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ - მამათა.
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა.
- მამათა.
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ - მამათა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ: მამათა ტროპარისა და კონდაკის შემდეგ წმ. ივლიტა და კვირიკეს ტროპარ-კონდაკსაც ვიტყვით.
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მამათა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მამათა.
განიცადე - კვირისა და მამათა.
შენიშვნა: თუ წმ. ივლიტა და კვირიკეს საკითხავებს ჩავრთავთ, მაშინ დღისა და მამათა სამოციქულოსა და სახარების შემდეგ მოწამეთა სამოციქულო და სახარებაც უნდა წავიკითხოთ;
წარდგომა, ალილუია და განიცადე მხოლოდ აღდგომისა და მამათა ითქმის.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (მამათა): „კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ და დიდებულ-არს სახელი შენი უკუნისამდე“ (ხმა IV).
ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (მამათა, ხმა I): „ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდდა ქუეყანასა, აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.