უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  საზიარო თვენიდან (ქალწულმოწამისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ხმა IV).

- ქალწულმოწამისა - 3 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ მისივე: „ზეცისა ძალთა თანა აღირაცხე...“ (ხმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა “ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) „ქალწულო ყოვლად საგალობელო...“ (ხმა I).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თუალნი...“.

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.

„დიდება“ ქალწულმოწამისა: „დიდებულო მოწამეო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების” ხმის მიხედვით): „გიხაროდენ სიქადულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი ქალწულმოწამისა: „ტარიგი შენი იესუ...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი ქალწულმოწამისა: „ტარიგი შენი იესუ...“ 2-გზის (ხმა IV).

„დიდება“, „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ უმცირესთაგანი (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“, „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ქალწულმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ქალწულმოწამის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ქალწულმოწამისა: „მოიწია, დღესასწაულის მოყუარენო...“.

„დიდება“, „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ქალწულმოწამისა: „ქალწულებისა სიკეთითა...“ (ხმა III).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.

„დიდება“ ქალწულმოწამისა: „ვითარცა ოქრო წმიდაი...“.

„აწ და“ ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო...“.

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა...“.

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“.

„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა IV).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

ტროპარი ქალწულმოწამისა: „ტარიგი შენი იესუ...“ (ხმა IV).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი– „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ქალწულმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები - „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- ქალწულმოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ქალწულმოწამისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსუენე...“;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- ქალწულმოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- ქალწულმოწამისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსუენე...“;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ქალწულმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ქალწულმოწამისა.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.

წარდგომა: (ხმა IV) „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისაი“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი - განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.

ალილუია: (ხმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.