უკან დაბრუნება

ლიტ.: ფლპ. 1: 20-27 (დას. 238). ლკ. 9: 49-56 (დას. 48).

ფლპ. 1: 20-27 (დას. 238)

20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით. 21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ. 22. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. 23. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, 24. ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს. 25. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა, 26. რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ. 27. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინა თუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა.

ლკ. 9: 49-56 (დას. 48)

49. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. 50. ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს. 51. და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. 52. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. 53. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. 54. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? 55. მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? 56. რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.