უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსი დედისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-12.

_ „უფალო ღაღად - ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ხმა IV).

- ღირსი დედისა - 3 მუხლი (ხმა VIII).

„დიდება“ მისივე: „ხორციელნი გულისთქმანი...“ (ხმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ სიხარულო პირველთა...“ (ხმა I).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...

„დიდება“ ღირსისა: „ღირსო დედაო მაკრინე...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ხოლო მე ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „საცნაურო ბჭეო ცხოვრებისაო...“ (ხმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო...“ (ხმა VIII) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „საცნაურო ბჭეო ცხოვრებისაო...“ (ხმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“- მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა დედისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსი დედის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „ლოცვათა მიერ საიდუმლოთა...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „სახიერი ღმერთი შეიყვარე...“ (ხმა IV)

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.

„დიდება“ ღირსისა: „მაკრინა ყოვლად ქებულსა....“

„აწ და“ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო...

- „და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩვენისა ჩვენ ზედა...

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა IV).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ქალწულო ყოვლაწმიდაო...“ (ხმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა დედისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „აღსავალნი ყოველთა დღეთანი - „კეთილარს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- ღირსისა დედისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ღირსისა დედისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა დედისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა.

- ღირსისა დედისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა დედისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა, პარასკევისა და ღირსისა დედისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ხმა IV): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთაი“.

ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.