უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები:

წინასწარმეტყველისა - 8 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ მისივე: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ დღის წარდგომა.

_ საწინასწარმეტყველო _ 3.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა _ 1 და წინასწარმეტყველისა (ხმა IV)

„დიდება“ მისივე: „ჰოი, ბრძანებასა...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი... (იხ. III ჟამი).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინასწარმეტყველისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „წინასწარმეტყველო მქადაგებელო...“ (ხმა VI)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა(„დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ხმა VI).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ – 2-გზის (ხმა IV).

„ღმრთისმშობელო ქალწულო... “ – 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ – 2-გზის (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: წინასწარმეტყველისა _ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ წინასწარმეტყველისა: „გადიდებთ შენ წმიდაო წინასწარმეტყველო ღმრთისაო ილია და პატივს-ვცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინსშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა“ (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან, მღვდელმთავართა).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „ვითარცა ტრფიალმან...“ 2-გზის.

„დიდება” „აწ და“ მისივე: „ვითარცა ქალწულმან...“

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „შენ ხარ მღვდელ-უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“ (ხმა IV).

მუხლი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჰსჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავხსნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 14 დას. IV, 22-30.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

წარდგომა (შემდგომად 50-ე ფსალმუნისა): „ეტლითა ცეცხლისათა...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – ღმრთისმშობლისა: „ქვეყანასა მწყურნებსა“ (ძლისპირი 2-გზის) – 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოში ან ჟამნში)

II კანონი – წინასწარმეტყველის I კანონი (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი – წინასწარმეტყველის II კანონი (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა: „წყაროსა საკვირველებათასა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მრავალთხზულსა განსაცდელსა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი წინასწარმეტყველისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ წინასწარმეტყველისა: „ნათელმან ოთხ-ჰუნისა...“

„დიდება“ მისივე: „ცეცხლის-ფერითა ეტლითა...“

„აწ და“ მისივე: „ღმრთისა მიერ მოცემულთა...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი:

„დიდება“ მისივე: „წინასწარმეტყველთა თავთა...“

„აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“ (ღმრთისმშობლისა, „რვახმათა“, ხმა VIII, შაბათსა ცისკრად).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - წინასწარმეტყველისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- წინასწარმეტყველის I კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით)

- წინასწარმეტყველის II კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) და „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- წინასწარმეტყველისა.

კონდაკები: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარი: - წინასწარმეტყველისა;

კონდაკი: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - წინასწარმეტყველისა.

სამოციქულო და სახარება - წინასწარმეტყველისა.

წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღვდელ-უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“

მუხლი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჰსჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავხსნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“.

ალილუია (ხმა VIII): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა, და სამოელ მათ თანა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა მისსა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინდის“.