უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: შაბათის რიგის სამოციქულოსა და სახარების შემდეგ პარასკევს დატევებული რიგის სამოციქულო და სახარებაც უნდა წავიკითხოთ.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა და ღირსთა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: წინასწარმეტყველისა ილიასი.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- წინასწარმეტ. - 3 მუხლი (ხმა IV);

- ღირსთა მამათა - 3 მუხლი (ხმა VII);

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა, პარაკლიტონიდან - 3 მუხლი.

შენიშვნა: შაბათს, „სტიქარონსა-ზედა გვაქვს მიცვალებულთა დასდებლები, ამიტომ ტიპიკონის მოთხოვნით მოწამეთა მუხლები უნდა წავიკითხოთ „უფალო ღაღად-ვჰყავსა-ზედა დასდებლებიდან, მაგრამ რადგანაც პარაკლიტონში, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა მოცემულია სამეუფო დასდებლები, ხოლო „სტიქარონსა-ზედა დასდებლებში მოწამეთა მუხლებიც გვაქვს, უპრიანია მოწამეთა დასდებლები წავიკითხოთ.

ჩასართავები - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“

„დიდება“ ღირსთა მამათა: „სოფლისა ამის ამაოება...“ (ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვახმათა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გვიხსენ განსაცდელთაგან...“ (ხმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი წინასწარმეტ.: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ხმა II).

ტროპარი ღირსთა მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი წინასწარმეტ.: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ხმა II) –2-გზის

„დიდება“ _ ტროპარი ღირსთა მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“, „აწ და“ - მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – წინასწარმეტყველისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – ღირსთა მამათა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (პარაკლიტონიდან, ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი პარაკლიტონიდან.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა...“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი ღირსთა მამათა: „ხორცთა შინა...“ (ხმა II).

- წარდგომა წინასწარმეტ: „იქმენ უბიწოო...“ (ხმა IV).

„დიდება“ - წარდგომა ღირსთა მამათა: „მოღუაწეთა შენთა...“

„აწ და“ - მისივე: „რომელსა ქადაგებდეს...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი წინასწარმეტ.: „წინასწარმეტყველად ღმრთისა...“ (ხმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ წინასწარმეტ.: „ნუგეშინისმცემელისა სულისა...“

„განმანათლებელი“ ღირსთა მამათა: „საწუთროისა განსვენებაი...“

„დიდება“ განმანათლებელი შაბათისა (პარაკლიტონდან).

„აწ და“ მისივე.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო,...“.

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ – მისივე (პარაკლიტონიდან).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი წინასწარმეტ.: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ხმა II).

„დიდება“ _ ტროპარი ღირსთა მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა, განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი „კეთილ არსზე” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი _ წინასწარმეტყველისა და ღირსთა მამათა.

კონდაკები – წინასწარმეტყველისა და ღირსთა მამათა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად, პარაკლიტონიდან.

შესვლად:

ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - ტაძრისა;

_ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“

_ წინასწარმეტყველისა;

_ ღირსთა მამათა.

კონდაკები: _ ტაძრისა;

_ წინასწარმეტყველისა;

- ღირსთა მამათა;

_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;

„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: _ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“

_ წინასწარმეტყველისა;

_ ღირსთა მამათა.

კონდაკები: _ წინასწარმეტყველისა;

_ ღირსთა მამათა;

_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;

_ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე – წინასწარმეტყველისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – წინასწარმეტყველისა და დღისა (რიგისა).

წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღვდელ-უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“

მუხლი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჰსჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავხსნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“.

წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ხმა VIII): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა, და სამოელ მათ თანა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა მისსა“.

ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.