წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოციქულისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა V).
- აღმოსავლური - 3 მუხლი.
- მოციქულთასწორისა - 4 მუხლი (ხმა I).
„დიდება“ მოციქულთასწორისა: „იქმენ მარიამ ყოვლად-ბრძენო...“ (ხმა II, ერთ-ერთი დასდებელი).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ზღუასა მას ზედა მეწამულსა...“ (ხმა V).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მოციქულთასწორისა: „ვითარცა მზისთუალმან...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „თანადაუსაბამოსა მას...“ - 2-გზის (ხმა V).
„დიდება“ ტროპარი მოციქულთასწორისა: „ქრისტესა ჩუენთვის...“ (ხმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ ნეტარარიანი მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა V).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე“ (ხმა V).
მუხლი: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ საცისკრო სახარება: სახ. VI. მკ. 114 დას. XXIV, 36-53.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი მოციქულთასწორისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოციქულთასწორისა: „ჰსდეგ რა წინაშე...“.
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოციქულთასწორისა: „სიტყუათა წმიდათა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა V).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI).
„დიდება“ „განმანათლებელი“ მოციქულთასწორისა: „მოწაფესა სიტყვისასა..“ (ხმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (VI).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა V).
- მოციქულთასწორისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების ჩასართავები).
„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VI).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V) და მოციქულთასწორისა.
_ კონდაკები: აღდგომისა და მოციქულთასწორისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- მოციქულთასწორის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა;
- მოციქულთასწორისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოციქულთასწორისა.
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მოციქულთასწორისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ - მოციქულთასწორისა.
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- მოციქულთასწორისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა.
„დიდება“ - მოციქულთასწორისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მოციქულთასწორისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოციქულთასწორისა.
განიცადე _ კვირისა და მოციქულთასწორისა.
წარდგომა (ხმა V): „შენ უფალო, მიცევ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე“.
მუხლი: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან“.
წარდგომა (ხმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.
ალილუია (ხმა V): „წყალობასა შენსა უფალო, უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა პირითა ჩემითა“.
მუხლი: „რამეთუ სთქუ, უკუნისამდე წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი“.
ალილუია (ხმაVI): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე, და ისმინა ლოცვისა ჩემისა“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეთ მას“.