უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V) და მოციქულთა სწორისა.

_ კონდაკი: მოციქულთა სწორისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან) (ხმა V).

- მოწამეთა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან) (ხმა II).

„დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (ხმა V) (საზიარო თვენიდან).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „საშინელი დიდებული და დიდი...“ (ხმა V)

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...

„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა VII) (საზიარო თვენიდან).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „ანგელოზთა თანა, გიხაროდენსა...“ (ხმა VII)

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი – „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამისა: „ვარსკვლავნი ელვარენი...“ (საზოგადო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი შვიდეულის დღისა (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა...“ (საზიარო თვენიდან) (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა (პარაკლიტონიდან).

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...

- „და იყავნ ნათელი უფლისა...

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (პარაკლიტონიდან) (ხმა V).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1 გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა, უფალო...“ (ხმა IV).

„დიდება“„აწ და“ - ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- მოწამეთა;

„დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწდა“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა.

- მოწამეთა;

„დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწდა“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

წარდგომა (ხმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ხმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.