უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება V ჴმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- ღირსისა - 6 მუხლი.

„დიდება“ - ღირსისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყუარებისათვის...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „რაიმე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I) (საზოგადო).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა ქალწულსა...“ (ხმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VI ხმაზე).

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ 2-გზის (ხმა I).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა ქალწულსა...“ (ხმა I).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა.

„დიდება“ „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა...“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).

„დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა.

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ღირსისა.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო, საწადელო...“ (ხმა VII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „ღმრთისმშობელო ქალწულო... (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I) (საზოგადო).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა ქალწულსა...“ (ხმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირისისა.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.

წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი - განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.

ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და ღირსისა ემთხვევა ერთმანეთს).