უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები: წმიდისა - 6 მუხლად (ხმა IV).

„დიდება“ მისივე: „რომელთა იგი ძირთაგან...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: წმიდისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „მოვედით დღეს ყოველნი...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი წმიდისა: „ცხოვრება ჰშევ...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი წმიდისა: „ცხოვრება ჰშევ...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: წმიდისა.

„დიდება“ „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 4 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - წმიდისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად.

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა წმიდისა: „რომელი არს დედა...“ (ხმა VIII)

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი წმიდისა (სადღესასწაულოდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ წმიდისა: „ღირსად ჯეროვნად...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ზეცად ამაღლდების დღეს...“.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: წმიდისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე.

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი წმიდისა: „ცხოვრება ჰშევ...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - წმიდისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- წმიდის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- წმიდისა.

კონდაკები: „დიდება“ - წმიდისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- წმიდისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - წმიდისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (ხმა III).

მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“ (ხმა IV).

ალილუია: „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“ (ხმა VIII).

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანნი“.

ალილუია: „ცხოვნდეს მართალი უფლისა მიმართ“ (ხმა I).

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.