მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს (იხ. 9 სექტემბრის საკითხავი).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.