უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: წმიდისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-12.

_ „უფალო ღაღად - ვჰყავ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ხმა V).

- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ხმა II).

„დიდება“ მღვდელმოწამისა: „სამღვდელოთა კვართითა...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვახმათა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...

„დიდება“ მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონება შენი...“ (ხმა III)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვახმათა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ 2-გზის (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ 2-გზის (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - მღვდელმოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღვდელმოწამემან...“.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელმოწამისა: „ვითარცა რა მღვდელმთავარი...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.

„დიდება“ მღვდელმოწამისა: „აზნაურობასა საღმრთოსა...“ (ხმა V).

„აწ და“ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო...

- „და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩვენისა ჩვენ ზედა...

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა VI).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1გზის.

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „აღსავალნი ყოველთა დღეთანი - „კეთილარს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა;

„დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწდა“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- რიგის წმიდისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა.

- რიგის წმიდის;

„დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწდა“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა: „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“ (ხმა VII).

ალილუია (ხმა I): ,,აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია: „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ“ (ხმა IV).

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.