უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

შენიშვნა: მოცემული გვაქვს მითითებები საზოგადო თვენიდან _ ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის გამოცემა, 2024წ.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი – I აღსავალი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

დიდმოწამისა - 8 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მისივე: „გაქუს შენ მდინარე...“ (ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II).

შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული. მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას.

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასაწარმეტყველო – 3.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - დიდმოწამისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება III ხმაზე).

ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ხმა III) – 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III)

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა – დიდმოწამისა _ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა დიდმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „სისხლთა შენთა მიერ...“ (ხმა II).

„დიდება“: „ბნელსა შინა საცთურისასა...“.

„აწ და“ მისივე: „შენ გნატრით ყოვლადუხრწნელო...“.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (ხმა III): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევდრებოდე რაი მე შენდამი“.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 106 დას. XXI, 12-19.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დიდისა მოწამისა პანტელეიმონ მკურნალისათა, მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: - „მოწამემან შენმან...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) („ქვეყანამან მწყურნებმან“ ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“, იხ. პარაკლიტონის ბოლოში)

II კანონი – დიდმოწამის კანონი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა დიდმოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“ (ხმა I) - 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „შემწე შეუწევნელთა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი დიდმოწამისა: „მიმსგავსებულ იქმენ...“ (ხმა V)

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „აღმოსავალო მზისაო...“.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: დიდმოწამისა - 4 მუხლი:

„დიდება“ - დიდმოწამისა: „რაჟამს იგი წინაშე საყდართა...“ (ხმა II);

„აწ და“ – ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელი ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი... (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დიდმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) და VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დიდმოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დიდმოწამისა.

კონდაკები: - ტაძრისა.

„დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...”.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და დიდმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და დიდმოწამისა.

წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (ხმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის ყოფასა“.

ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ხმა II): „პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე“.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.