უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამნი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  საზიარო თვენიდან (ღირსისა მამისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დიდმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- ღირსისა - 6 მუხლი (ხმა V).

„დიდება“ მისივე: „შენ მონაზონთა სიხარულო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ _ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი (მიმდინარე ხმის მიხედვით): „ზღვასა მას ზედა მეწამულსა...“ (ხმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „რაიმე სახელ-გდუათ...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „წინამძღუარ ყოვლადპატიოსან გზათა სინანულისათა, ღმრთისმეცნიერებითა სულთა ჩუენთა ცისკროვან-მყოფელ და ჭეშმარიტ მხედარ ქრისტესი გამოსჩნდი და ხელმწიფებაი სულთა ბოროტთა დევნისაი მოიღუაწე, ღირსო მამაო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის..“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ხმა V).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი ღირსისა: „წინამძღუარ ყოვლადპატიოსნად...“ (ხმა IV)- 2-გზის;

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ხმა V).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

შენიშვნა: მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – ღირსისა;

„დიდება“, „აწ და“ – მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია რიგითი: „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII)

„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „იტვირთე წიაღთა...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „ღირსებისა შენისა გამო სავანისა წინამძღურებით პატივდებულო, სამწყსოსა შენსა მღვიძარედ მცველად გამოუჩნდი, ღირსო მამაო გიორგი, მოღუაწეთა სიმრავლისა შემომკრებელო და ღუაწლისა სარბიელისა მანათობელო ლამპარო ელვარეო, მოგვიხსენენ ჩუენ, მაქებელნი სახელისა შენისანი.“ (ხმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღესრულების...“

„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „კიდობანსა მას წმიდასა...“

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.

„დიდება“ - მისივე: „ღირსო მამაო საწადელო...“ (ხმა VII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო... (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „წინამძღუარ ყოვლადპატიოსნად...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ხმა V).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.

წარდგომა (ხმა III): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“.

წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ხმა IV): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს“.

ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.