უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VI).

- აღმოსავლური - 3 მუხლი.

- მოწამისა - 4 მუხლი (ხმა V).

„დიდება“ მოწამისა: „შეამკო სისხლთა მიერ...“ (ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ მოწამისა: „ეტყოდა ყოვლადუბიწო..“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ხმა VI).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VI ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „ანგელოზთა ძალნი...“ - 2-გზის (ხმა VI).

„დიდება“ ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ ნეტარარიანი მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (ხმა VI).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „უფალო, აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩვენდა“ (ხმა VI).

მუხლი: „რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. VII. ინ. 63 დას. XX, 1-10..

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

- „აღდგა რა იესო განთიად...

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი მოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მოწამისა: „მტკიცედ მოიგო...“ (ხმა II).

- იკოსი მოწამისა: „არა არს იტყვის...“ (ხმა II).

- წარდგომა მოწამისა: „სიბრძნისა დასაბამი...“ (ხმა VIII).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „ვითარცა ტაბლასა...“ .

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა VI).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VII).

„დიდება“ „განმანათლებელი“ მოწამისა: „მსგავსად შროშნისა...“.

„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (VII).

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლი;

- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა VI).

- მოწამისა _ 4 მუხლი.

შენიშვნა: სადღესასწაულოში წმ. ევსტათის მსახურება დაბალი რანგითაა მოცემული, შესაბამისად არ გვაქვს „აქებდითსა“-ზედა დასდებლები. დასდებლებად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოწამის კანონის ის მუხლები, რომლებიც არ წავიკითხეთ თავის ადგილას და ერთიც „დიდების“ მუხლი.

„აღვივსენითსა-ზედა დასდებლებისა.

ჩასართავები:

„ერსა შენსა ზედა ძმაცვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის“;

„შეისმინე ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რაი მე შენდამი“.

„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VII).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VI) და მოწამისა.

_ კონდაკები: აღდგომისა და მოწამისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,

- მოწამის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- მოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა;

„აწ და“ - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- მოწამისა.

კონდაკები: - აღდგომისა.

„დიდება“ - მოწამისა.

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა.

- მოწამისა.

კონდაკები: - აღდგომისა.

- ტაძრისა.

„დიდება“ - მოწამისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამისა.

განიცადე _ კვირისა და მოწამისა.

წარდგომა (ხმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ხმა VI): „რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს“.

მუხლი: „ჰრქუას უფალსა ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.