რომ. 116 დას. XV, 1-7
თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად. კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად. და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. რამეთუ რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთარს ქრისტეს იესუჲს მიერ, რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.
მთ. 33 დას. IX, 27-35
წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.