უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VI) და მოწამისა.

_ კონდაკი: მოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- აღმსარებელისა - 6 მუხლი.

„დიდება“ აღმსარებელისა: „ზეშთა ხილულთასა...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყუარებისათვის...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - აღმსარებელისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „დიდებულო ცოტნე...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი აღმსარებელისა: „აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაი და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“ (ხმა VI).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა...“ (ხმა VI).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ხმაზე).

ტროპარი აღმსარებელისა: „აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაი და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“ (ხმა VI).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა...“ (ხმა VI).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - აღმსარებელისა.

„დიდება“, „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - აღმსარებელისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა...“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა აღმსარებელისა: „ტკივილნი ტანჯვათანი...“.

„დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი აღმსარებელისა: „დღესასწაულობს ივერთა ეკლესია პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ყოვლადბრძენო მთავარო, და შემოკრებს შვილთა თვისთა, რომელნი ადიდებენ ღმრთივსათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმასრულებელი უფლისა მცნებისა, ამისთვისცა ღირსად შევამკობთ ქებით ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო, საქართველოისთვის თავდადებულო ცოტნე“ (ხმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ აღმსარებელისა: „ვითარცა სუროდა სულსა...“ (ხმა VII).

„დიდება“, „აწ და“ იგივე.

_ „ყოველი სული იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: აღმსარებელისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „ყოველთა თანა...“ (ხმა I).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი აღმსარებელისა: „აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაი და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“ (ხმა VI).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა...“ (ხმა VI).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: აღმსარებელისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღვთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- აღმსარებელის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- აღმსარებელისა.

კონდაკები: „დიდება“ - აღმსარებელისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- აღმსარებელისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - აღმსარებელისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და აღმსარებელისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და აღმსარებელისა.

წარდგომა (ხმა VIII): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ხმა IV): „წმიდათაი, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“.

ალილუია (ხმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: „რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.