უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღდელმთავრისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: აღმსარებელისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- მღდელმთავრისა - 6 მუხლი (ხმა II).

„დიდება“ - მისივე: „გიხაროდენ, ღირსო მამაო...“ (ხმა II).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხადა სახე სჯულთა მაღ...“ (ხმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - მღდელმთავრისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „უხორცოთა განწყობილსა მას...“ (ხმა I).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა...“ (ხმა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი მღდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV) (საზოგადო).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VI ხმაზე).

ტროპარი მღდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მღდელმთავრისა.

„დიდება“, „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მღდელმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა...“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთო ნათელი შეიწყნარე...“ (ხმა III).

„დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღდელმთავრისა: „საღმრთოისა ქუხილისა საყვირო...“ (საზიარო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მღდელმთავრისა: „ჭირთა შინა შემწე...“ (ხმა IV).

„დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: მღდელმთავრისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „შენ, მწყემსო ჭეშმარიტო...“ (ხმა VII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე: „გიხაროდენ მარიამ...“.

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მღდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV) (საზოგადო).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მღდელმთავრისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მღდელმთავრისა კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მღდელმთავრისა.

კონდაკები: „დიდება“ – მღდელმთავრისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მღდელმთავრისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მღდელმთავრისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღდელმთავრისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა, ოთხშაბათისა და მღდელმთავრისა.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.

წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი - განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.

ალილუია (ხმა VI): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წიდანი შენი იხარებდენ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და მღდელმთავრისა ემთხვევა ერთმანეთს).