1 კორ. 145 დას. X, 12-22
12. ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს. 13. განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად. 14. აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან. 15. ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ: 16. სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? 17. რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს. 18. იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა? 19. რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს? 20. არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ. 21. ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა. 22. ანუ ვაშურებთ-მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ?
მთ. 68 დას. XVI, 20-24
20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე. 21. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. 23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. 24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.