უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- ჯვრისა - 3 მუხლი (ხმა IV).

- მოწამეთა - 3 მუხლი.

„დიდება“ მოწამეთა: „ეტყოდეს მძლავრთა...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ჯვრისა: „რომელიცა ძველად მოსე...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...

- „მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ...

„დიდება“ მოწამეთა: „სულნი მართალთანი...“ (ხმა VIII) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ ჯვრისა: „ხმა წინასწარმეტყველისა...“ (ხმა VIII)

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამეთა: „წყლულებანი იგი, უფალო...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ხმა I).

შენიშვნა: მწუხრის დასრულების შემდგომ, მღვდელი დიაკვნის თანხლებით სათანადო წესით გადმოასვენებს გამშვენებულ ჯვარს სამკვეთლოდან და დაასვენებს მას წმინდა ტრაპეზზე, სახარების ადგილას, სადაც ჯვარი დარჩება ცისკრის დასრულებამდე.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ხმა I) 2-გზის.

„დიდება“ მოწამეთა: „წყლულებანი იგი, უფალო...“ (ხმა I).

„აწ და“ ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ხმა I).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 4 მუხლად.

II კანონი - ჯვრისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად.

III კანონი - მოწამეთა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი მოწამეთა (ხმა II).

წარდგომა მოწამეთა: „ღმრთისმსახურებით და მოღვაწებით...“

„დიდება“ „აწ და“ ჯვრისა: „ჯვარი შენი...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა~ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი: ჯვრისა (ხმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.

„დიდება“ მოწამეთა: „საკვირველთა უგალობდეთ...“.

„აწ და“ ჯვრისა: „ჯვარო მფარველო ყოვლისა...“.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- ჯვრისა 3 მუხლი.

- მოწამეთა 3 მუხლი.

„დიდება“ მოწამეთა: „მაკაბელთა ღვთივბრწყინვალე...“ (ხმა IV).

„აწ და“ ჯვრისა: „ღმერთო, რომელი...“ (ხმა VIII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

შენიშვნა: „დიდებამაღალიანის გალობისას, მღვდელი შეიმოსება სრული შესამოსელით. უკმევს წმინდა ტრაპეზს და მასზე დასვენებულ პატიოსან ჯვარს, რის შემდეგაც ჩრდილოეთის კარით გამოასვენებს მას და გამოვა ამბიონზე. „წმიდაო ღმერთო“-ს გალობის დასრულებისთანავე ხმამაღლა წარმოსთქვამს: „სიბრძნით აღემართენით“. გუნდი გალობს: „აცხოვნე უფალო ერი შენი... 3-გზის. გალობის დასწულების შემდეგ მღვდელი დაასვენებს პატიოსან ჯვარს შუა ტაძარში წინასწარ გამზადებულ ანალოღიაზე და ჰყოფს მის წინაშე 3 სრულ მეტანიას. გუნდი გალობს: „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ... საგალობლის დასრულების შემდეგ იკითხება დასდებელნი სადღესასწაულოდან, რის შემდეგაც მრევლი ემთხვევა პატიოსან ჯვარს. აღესრულება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები, თავმოდრეკის ლოცვები და ჩვეულებისამებრ ჩამოლოცვა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: ჯვრისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: ჯვრისა და მოწამეთა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ჯვრის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოწამეთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწდა“-თი.

შესვლად:

ტროპარები: - ჯვარისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა.

„აწ და“ - ჯვარისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - ჯვრისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - ჯვრის, რიგისა და მოწამეთა.

წარდგომა: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“ (ხმა VI).

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.

წარდგომა: „წმიდათა, რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“ (ხმა IV).

ალილუია: „მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან“ (ხმა IV).

მუხლი: „ხოლო მეუფემან, ღმერთმან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, ჰქმნა ცხორებაი შორის ქვეყანისა“.

ალილუია: „ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი“.

განიცადე: „გამოჩნდა ჩვენზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.