საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: ჯვრისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: მოწამეთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება VII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ხმა VII).
- მოწამისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ...“ (ხმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა I).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამისა: „სამეფო გვირგვინი...“ (ხმა IV) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოწამისა: „სამეფო გვირგვინი...“ (ხმა IV) 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „სარწმუნოებისა ჯაჭუ...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „პირველად დათესულ...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩვენისა ჩვენ ზედა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა II).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მოწამისა: „სამეფო გვირგვინი...“ (ხმა IV) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - პირველმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „აღსავალნი ყოველთა დღეთანი“ - „კეთილარს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწდა“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- რიგის წმიდის;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწდა“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა, ხუთშაბათისა და წმიდისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა: „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“ (ხმა VII).
ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია: „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.