საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან (იხ. ძვ. სტ. 22 ოქტომბერი) და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
შენიშვნა: საზიარო თვენიდან საკითხავების გამორჩევისას, გავითვალისწინოთ ეფესელი ყრმების გამორჩეული ღვაწლი, რადგან ისინი სისხლის დათხევით არ აღსრულებულან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი: პირველმოწამისა.
_ კონდაკი: პირველმოწამისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18
შენიშვნა: თუ რაჟდენ პირველმოწამის ხსენება „ღამისთევით“ აღვასრულეთ, კანონი დაიტევება.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად (სადღესასწაულოდან, ძვ. სტ. 22 ოქტომბერი):
- მოწამეთა - 6 მუხლი (ხმა IV, თითოეული 2-გზის).
„დიდება, აწ და“ _ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - მოწამეთა (თავისი ჩასართავებით, საზიარო თვენიდან).
„დიდება“ მისივე: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა VII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „შევრდომილნი საფარველსა...“ (ხმა VII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო..“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ხმა VI).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო..“ (ხმა IV) 2-გზის;
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ხმა VI).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
შენიშვნა: მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – მოწამეთა (საზიარო თვენიდან).
„დიდება“, „აწ და“ – მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – მოწამეთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე, სადღესასწაულოდან, ძვ. სტ. 22 ოქტომბერი, რიგით მე-2 კანონი).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან).
II კანონი - მოწამეთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია რიგითი: „ჯვარი დასახა მოსე“.
_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამეთა: „ვითარცა სუეტთა...“ (ხმა IV, სადღესასწაულოდან)
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „წმიდაო ყოვლადუბიწოო...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „სოფლის შინაისა ხრწნილებისა...“ (ხმა IV, იხ. ჟამნი, სადღესასწაულოში სხვა კონდაკი წერია).
- იკოსი მოწამეთა: „საკვირველი და მაღალი...“ (იხ, სადღესასწაულო, მე-3 გალობის შემდგომ).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ მოწამეთა: „პატიოსნისა ჯუარითა...“ (იხ, სადღესასწაულო).
„დიდება“ „აწ და“ - იქვე: „ჰოი, საიდუმლოთა შენთა...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა - 4 მუხლი (იხ, საზიარო თვენი).
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო..“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ხმა VI).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მოწამეთა კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მოწამეთა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – მოწამეთა და დღისა (რიგისა).
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
მუხლი: „წინაისწარ ვხედევ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“.
წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ხმა IV): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
შენიშვნა: მოწამეთა განიცადე დღის განიცადეს ემთხვევა.