საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - თვენიდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება შეერთებული „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან, წინადღესასწაულზე.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VII).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- მოწამისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ წინადღესასწაულისა: „მოვედით და აღვიდეთ...“ (ხმა, V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „უაღერეს ბუნებათა...“ (ხმა VII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა, შაბათისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“, „აწ და“ წინადღესასწაულისა: „რომელმან მთასა ზედა თაბორისასა...“ (იხ. 5 აგვისტოს საკითხავი, „სტიქარონსა“-ზედა „აწ და“).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „დახსენ ჯუარითა შენითა...“ - 2-გზის (ხმა VII).
„დიდება, აწ და“ წინადღესასწაულისა: „ქრისტეს ფერისცვალებასა...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ ნეტარარიანი მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა VII).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“ (ხმა VII).
მუხლი: „აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-8, ინ. 64 დას. XX, 11-18.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – წინადღესასაწულისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
IV კანონი - მოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
_ კატავასია – რიგითი: „ჯვარი დასახა მოსე“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (ხმა IV, იხ. 5 აგვისტოს, მე-6 გალობის შემდეგ).
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი ბრძმედსა...“ (ხმა I, საზიარო თვენიდან).
„დიდება“, „აწ და“ _ წარდგომა წინადღესასწაულისა: „განემზადე აწ თაბორ...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა VII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VIII).
„დიდება, აწ და“ _ „განმანათლებელი“ წინადღესასწაულისა: „შემოქმედი ზეცათა...“ ან „დღეს თაბორს მთასა ზედა...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა VII).
-წინადღესასწაულისა - 4 მუხლი (ცისკრად „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლები „დიდების“ მუხლით და ჩასართავებით).
„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (VIII).
„აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპრები: აღდგომისა (ხმა VII) და წინადღესასწაულისა.
_ კონდაკებიი: აღდგომისა და წინადღესასწაულისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
_ წინადღესასწაულის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- წინადღესასწაულისა;
კონდაკები: _ „დიდება“ - აღდგომისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის ან წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- წინადღესასწაულისა;
- ტაძრისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა).
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ორშაბათისა.
განიცადე _ კვირისა.
წარდგომა (ხმა VII): „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.
მუხლი: „შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევიეთ უფლისა შვილთა ვერძთასა“.
ალილუია (ხმა VII): „კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა მაღალო“.
მუხლი: „მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.