უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (მა VII) და წინადღესასწაულისა.

_ კონდაკი: წინადღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იგალობება.

_ ნეტარ არს კაცი - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება VIII მაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 8 მუხლი (მა VIII).

დიდება აწ და მისივე: წინასწარ მომასწავებელად აღდგომისა... (მა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - დღესასწაულისა.

_ ლიტიასა ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (მა II).

დიდება მისივე: მოვედით და აღვიდეთ... (მა V).

აწ და მისივე: სჯულისა და წინასწარმეტყუელთა... (მა V).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (მა I).

დიდება, აწ და მისივე: პეტრეს, იაკობს და იოანეს... (მა VI).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

- ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე... 3-გზის (მა VII).

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VII მაზე).

- ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე... 2-გზის (მა VII).

„დიდება, „აწ და იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება, „აწ და მისივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებული მუხლებით დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: რომელი აღჰედ მთასა ზედა... (მა IV).

„დიდება, აწ და მისივე: ,,დაფარული ელვა ღმრთეებისა... (მა VIII).

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ (მა IV).

მუხლი: შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი“.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 45 დას. IX, 28-36.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „დღეს ყოველნი სიხარულით აღივსებიან....

„აწ და - „დღეს ყოველნი სიხარულით აღივსებიან....

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- ღმრთეებისა შენისა, მაცხოვარ,....

_ აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი....

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია: ჯუარი დასახა მოსე....

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა თაბორსა ფერი იცვალე....

„დიდება, „აწ და იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა VII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი დღესასწაულისა: ნათელო უცვალებელო....

„დიდება იგივე.

აწ და იგივე.

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის).

დიდება, აწ და მისივე: წარიყვანნა ქრისტემან....

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე... (მა VII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „სადღესასწაულო ანტიფონები.

შესვლად: სიბრძნით, აღემართენითუფალო, მოგვივლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, რათა წარგვიძღუეს და აღგვიყვანოს ჩუენ მთასა წმიდასა შენსა.

- ტროპარი: დღესასწაულისა.;

„დიდება, „აწ და;

- კონდაკი: დღესასწაულისა.

წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე დღესასწაულისა.

წარდგომა (მა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.

მუხლი: აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო, ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად.

ალილუია (მა VIII): „შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი“.

მუხლი: ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი, უფალო.

განიცადე: „უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ადიდე, სულო ჩემო... და IX გალობის ძლისპირი: შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო....

ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღესრულება ხილის კურთხევა (იხ. სადღესასწაულო).