საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსმოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- ღირსმოწამისა - 3 მუხლი (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „წინაისწარ მომასწავებელად...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა დიდი: „ღმერთმა ჩუენმან ცათა შინა...“ (ხმა VII) (თავისი მუხლებით).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით და აღვიდეთ მთად...“ (ხმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსმოწამისა: „მარხვითა იღუაწე პირველ მთასა ზედა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ 2-გზის (ხმა VII).
„დიდება“ ღირსმოწამისა: „მარხვითა იღუაწე პირველ მთასა ზედა...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასაწულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსმოწამისა: „შეაიწრენ ხორცნი შენნი...“ (ხმა VI).
- წარდგომა ღირსმოწამისა: „მარხვითა და ლოცვითა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „დაფარული ელვაი...“ (ხმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები _ დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „სჯულისა და წინაისწარმეტყუელთა...“.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი ღირ-სმოწამისა: „მარხვითა იღუაწე პირველ მთასა ზედა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსმოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის I გალობის ორივე კანონიდან - 6 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ღირსმოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსმოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- ღირსმოწამისა.
კონდაკები: - დღესასწაულისა;
„დიდება“ - ღირსმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- ღირსმოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსმოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - ორშაბათისა, დღისა და ღირსმოწამისა.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო, ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა VIII): „შენი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი“.
მუხლი: „ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო...“.