საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანი“ (III რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსმოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- ღირსისა - 3 მუხლი.
„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელი ეჩვენა...“ (ხმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ გდვათ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოსლვა შენი...“ (ხმა I).
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I) (საზოგადო).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII) 2-გზის.
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „მწყობრი ისრაელი...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა.
- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ღმრთეებისა შენისა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი ღირსისა: „სიწმინდისა შენისათა...“ (საზოგადო) (ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები ჩასართავების გარეშე).
- ღირსისა - 3 მუხლი.
„დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო...“ (ხმა VII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „იხილეს ზედა...“ (ხმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - დღესასწაულისა.
„დიდება“ - რიგის წმიდის;
„აწ და“ - ტაძრისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - რიგის წმიდის;
„აწ და“ - დღესასწაულისა
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღესასწაულისა და წმიდისა.
წარდგომა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“ (ხმა IV).
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფლო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ხმა VII).
ალილუია: „შენი არიან ცანი და შენი არს ქვეყანა“ (ხმა VIII).
მუხლი: „ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი უფალო“.
ალილუია: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“ (ხმა VI).
განიცადე: „უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო...“.