საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟანი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: ღირსისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულის - 3 მუხლი (ხმა II).
- მოციქულისა - 5 მუხლი (ხმა I).
„დიდება“ მოციქულისა: „განეფინა მადლი...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელმან ნათლითა...“ (ხმა II).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 (საზიარო თვენიდან - მოციქულისა).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მოციქულისა: „შურითა საღმრთოითა...“ (ხმა II)
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელმან მთასა...“ (ხმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო მატათა...“ (ხმა IV).
„დიდება“„აწდა“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ხმაზე).
- ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ - 2გზის (ხმა VII).
„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო მატათა...“ (ხმა III).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულისა.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა.
_ 50-ე ფსალმუნი.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „საღმრთოთა სიტყვათა...“ - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ხმა IV).
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა მოციქულისა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე”).
- „შენ უფალო ძალთაო, მიუწვდომელო...“ (საზიარო თვენიდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - მოციქულისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად.
_ კატავასია: „მწყობრი ისრაილი...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ხმა VIII).
- წარდგომა მოციქულისა: „საღმრთოთა სიტყვათა...“ - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დაფარული ელვა...“ (ხმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მოციქულისა (ხმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „სრბა ფერხთა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულის - 3 მუხლი.
- მოციქულისა - 3 მუხლი.
„დიდება“ მოციქულისა: „დამტევებელი ქვეყნიერთა...“ (ხმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „იხილეს ზედა, თაბორს...“ (ხმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო მატათა..” (ხმა III).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი...“ (ხმა VII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოციქულისა.
_ კონდაკები: მოციქულისა და დღესასწაულისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის I კანონის IV გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მოციქულის VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა;
„აწ და“ - დღესასწაულის;
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - რიგის წმიდისა;
„დიდება“ - დღესასწაულის;
„აწ და“ - ტაძრისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - რიგის წმიდისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა;
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღესასწაულისა და წმიდისა.
წარდგომა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“ (ხმა IV).
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათი“.
ალილუია (ხმა VIII): „შენნი არიან ცანი და შენი არს ქვეყანა“.
მუხლი: „ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი უფალო“.
ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.
განიცადე: „უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო...“.