საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს, დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპრები: დღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა I).
- მოწამისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ _ დღესასწაულისა: „მთა იგი პირველ ალმურითა...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა, დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმისა): „უაღრეს ბუნებათა (ხმა VII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება, აწ და“ მისივე: „მთასა თაბორსა ფერი იცვალე...“ (ხმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII) - 2-გზის.
„დიდება“ - ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ხმა IV).
„აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“- იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, თვით დღესასწაულში იძიე, ძვ. სტ. 6 აგვისტო).
II კანონი - მოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე საზიარო თვენიდან).
_ კატავასია: III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ მოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „ჰსჯულსა ქრისტესსა...“ (ხმა I).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა ამოვიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო...“ (ხმა I, საზიარო თვენიდან).
„დიდება, აწ და“ - წარდგომა დღესასწაულისა: „მიუახლებელითა ქრისტე...“ (რიგზედ იძიე, ძვ. სტ. 11 აგისტო).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (იძიე თვით დღესასწაულში, 6 აგვისტო).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“ (რიგზედ იძიე, ძვ. სტ. 11 აგისტო).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ დასდებლების გარეშე.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება, აწ და“ მისივე: „ხოლო ზეცით ისმა ხმა...“
_ „კეთილ არს“-ზე: ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
ჟამებზე:
_ ტროპრები: დღესასწაულისა და მოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის I და II კანონის VI გალობიდან - 6 მუხლი (I კანონის ძლისპირით)
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ ... რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე... მგალობელნი შენნი, ალილუია“.
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- მოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა.
კონდაკები: _ დღესასწაულისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამისა.
სამოციქულო და სახარება – მოწამისა და დღისა.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო, ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესივდეს მას“.
ალილუია (ხმა VIII): „შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი“.
მუხლი: „ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო“.
ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
განიცადე: „უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
შენიშვნა: „მცირე წმიდის“ მსახურებაზე წმიდის სამოციქულო და სახარება არ იკითხება. სამოციქულოში არც არის მოწამე ევპლიოსის განგება. თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს და სახარებას წავიკითხავთ, წარდგომა, ალილუია და განიცადე მხოლოდ დღესასწაულისა ითქმის.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო...“.