რომ. 119 დას. XV, 30-33
გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ. რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო. ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
მთ. 73 დას. XVII, 24 - XVIII, 4
ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მას ჰრქუა: ჰე. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.
მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.