შენიშვნა: სადღესასწაულოს მითითებით, ამავე დღეს 13 აგვისტოდან გადმოიტანება ღირ. მაქსიმე აღმსარებელის ხსენება, რადგან 13 აგვისტოს ფერისცვალების წარგზავნაა. მისი განგება შეიძლება აღსრულდეს კვირას სერობაზე. მაგრამ, ვინაიდან საქართველოში, კერძოდ ცაგერში, წმიდა მაქსიმე აღმსარებელის საფლავია, ამ წმიდა მამის განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო, უპირატესის კურთხევით, შესაძლებელია ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნასთან ერთად აღსრულდეს ღირსი მამის „ღამისთევის“ მსახურება.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსთა მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან დღესასწაულის შემდგომ პერიოდში.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VIII).
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლები).
- ღირსთა მოწამეთა - 4 მუხლი (ხმა I, საზიარო თვენიდან).
„დიდება“ დღესასწაულისა: „ნისლი სჯულისა შეიწყნარა...“ (ხმა VIII, იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო, „უფა;ლო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლების „აწ და“-ს მუხლი).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ ღირსთა მოწამეთა: „გვირგვინი უოხჭნოი...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ღუთაებისა შენისა მაცხოვარ...“ (ხმა VI, ძვ. სტ. 12 აგვისტო, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების „აწ და“-ს მუხლი).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის.
ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII) - 1-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ხმა VIII).
„დიდება“ ტროპარი ღირსთა მოწამეთა: „მსოფლიოისა მის შფოთისაგან ივლტოდით სიბრძნით, ღმრთივ-სანატრელნო, ალაგთა მათ სინანულისათა ძლიერად იღუაწეთ, სათნოებითა განშუენდით და ვნებათა დამთმენელთა ღუაწლისა თანაზიარ გამოსჩნდით, წმიდანო შვიდ-რიცხვედნო ღირს-მოწამენო, ევედრენით ღმერთსა სულთა ჩუენთათვის (ხმა II).
„აწ და“ _ ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII)
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ ნეტარარიანი _ მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა VIII).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე“ (ხმა VIII).
მუხლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-9, ინ. 65 დას. XX, 19-31.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით, პარაკლიტონიდან).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
III კანონი დღესასწაულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, თვით დღესასწაულში იძიე, ძვ. სტ. 6 აგვისტო).
IV კანონი ღირსთა მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
_ კატავასია - „ჯვარი დასახა მოსე“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (იძიე თვით დღესასწაულში, 6 აგვისტო).
- კონდაკი ღირსთა მოწამეთა: „უდაბნოსა დამკვიდრებულთა, ყოვლადვე ღმრთიისმოშიშებითა წარჰმართეთ სრბაი თქუენი, ყოვლადბრძენნო, შრომისმოყვარებითა ვნებათა მძლავრებაი დააცხვრეთ და ღუაწლითა წამებისაითა საცთური იგი ბოროტისაი განაგდეთ, ამისთვისცა ვხმობთ თქუენდამი: ღირსნო გარეჯელნო მოწამენო, ევედრენით ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“.
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა ამოვიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა ღირსთა მოწამეთა: „ქრისტეს მხედარ იქმნენით...“ (ხმა IV, საზიარო თვენიდან) _ 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: „ღუთაებისა შენისა ბრწყინვალება...“ (ხმა III, რიგზედ, ძვ. სტ.. 12 აგვისტო)
_ შემდგომად „ღაღადყავსა~ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IX).
„დიდება“ „განმანათლებელი“ ღირსთა მოწამეთა: „ღირსთა მამათა დღეს..“
„აწ და“ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა VIII).
- დღესასწაულისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლები „დიდების“ მუხლითურთ).
„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (IX).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
I და VI ჟამებზე;
_ ტროპრები: აღდგომისა (ხმა VIII) და დღესასწაულისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III და IX ჟამებზე;
_ ტროპრები: აღდგომისა (ხმა VIII) და ღირსმოწამეთა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ 12 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი,
- დღესასწაულის ორივე კანონის VII და VIII გალობებიდან _ 4 მუხლი,
- ღირსმოწამეთა კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად: „... აღდგომილო მკვდრეთით...“
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- ღირსთა მოწამეთა.
კონდაკები: აღდგომისა;
„დიდება“ - ღირსთა მოწამეთა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის ან წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- ღირსთა მოწამეთა.
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსთა მოწამეთა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და ღირსთა მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ღირსთა მოწამეთა.
განიცადე _ კვირისა და ღირსთა მოწამეთა
წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა“.
მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“.
წარდგომა (ხმა VII): „იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა“.
მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აღუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო...“.
იხ. დამატება
დამატება
(ღირ. მაქსიმეს მსახურება)
2024 წელი 13 აგვისტო სულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული 26 აგვისტო
ძველი სტილით ორშაბათი ახალი სტილით
ხსენება:
ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა.
ღირ. მაქსიმე აღმსარებელისა (662). მოწ. იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258).
ცისკ.: ლკ. 64 დას. XII, 8-12.
ლიტ. _ 1 კორ. 159 დას. XV, 12-19. მთ. 84 დას. XXI, 18-22 (დღისა).
აღმს. _ ეფ. 233 დას. VI, 10-17. მთ. 11 დას. V, 14-19.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
შენიშვნა: ცისკრად და ლიტურგიასა ზედა წასაკითხი სამოციქულო და სახარება მოვიძიეთ ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის (2003წ.) საზოგადო თვენში მითითებული საზოგადო აღმსარებელთა განგებიდან, გვ. 237
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნაზე წმიდის “ღამისთევის” (V რანგი) მსახურება.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ” - იგალობება 4-გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იგალობება.
_ “ნეტარ არს კაცი” - პირველი აღსავალი.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები 10 მუხლად:
დღესასწაულისა - 6 მუხლი (ხმა VIII, თვით დღესასწაულის განგებაში იძიეთ, ძვ. სტ. 6 აგვისტო).
წმ. მაქსიმესი - 4 მუხლი (ხმა IV, სადღესასწაულოდან, იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო).
„დიდება“ წმ. მაქსიმესი: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ნისლი სჯულისა...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 – აღმსარებელისა (საზოგადო თვენიდან).
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები - აღმსარებელისა (საზოგადო თვენიდან).
„დიდება“ მისივე;
„აწ და“ დღესასწაულისა: „სჯულისა და წინაისწარმეტყუელთა...“ (ხმა V).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები დღესასწაულისა;
„დიდება“ - წმ. მაქსიმესი (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „პეტრეს, იაკობს და იოანეს...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
- ტროპარი წმ. მაქსიმესი: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო..“ - 2-გზის (ხმა VIII).
დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ - 1-გზის (ხმა VII).
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
- ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII) 2-გზის.
„დიდება“ _ ტროპარი წმ. მაქსიმესი: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო..“ – 1-გზის (ხმა VIII).
„აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა.
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“ მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ აღმსარებელისა: ,,მართლმადიდებლობით დაჰმწყსი“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა, საზოგადო თვენიდან).
„მართლმადიდებლობაი დაამტკიცე...“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა, საზოგადო თვენიდან).
„დიდება“ _ „ელვარე სიკეთითა...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა, საზოგადო თვენიდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელი აღჰხედ...“ (ხმა IV).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (აღმსარებელისა): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“ (ხმა IV).
მუხლი: „წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 64 დას. XII, 8-12.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა მაქსიმე აღმსარებელისა...“.
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა“.
მცირე მიწყალე.
წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: „მოძღუარო და წინამძღუარო...“ (საზოგადო თვენიდან).
_ „აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი...“.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – დღესასწაულის II კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – წმ. მაქსიმესი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯუარი დასახა მოსე...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი _ წმ. მაქსიმესი (სადღესასწაულოდან, იხ. 12 აგვისტო, შემდგომად მე-3 გალობისა).
წარდგომა _ წმ. მაქსიმესი: „მოძღვრებისა საღმრთოსა...“ (ხმა III)
„დიდება“, „აწ და“ _ წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა თაბორსა...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“.
„დიდება“ - წმ მაქსიმესი: „ნესტუად გამოსჩნდი...“
„აწ და“ - დღესასწაულისა.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები:
დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის).
აღმსარებელისა - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან, თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“ -ზედა დასდებლების ჩასართავები).
„დიდება“ - აღმსარებელისა: „ყოველთა თანა წმიდათა...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „წარიყვანნა ქრისტემან...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. მაქსიმესი: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო..“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ _ ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
ჟამებზე:
ტროპარი – დღესასწაულისა და წმ. მაქსიმესი.
კონდაკი – დღესასწაულისა და წმ. მაქსიმესი მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
„გამომსახველობითი ანტიფონები“.
III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან _ 4 მუხლი (I კანონიდან ძლისპირით);
წმიდის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩუენ ძეო ღმრთისაო, რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი, ალილუია“.
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- წმ. მაქსიმესი;
კონდაკები: - „დიდება“ - წმ. მაქსიმესი;
- „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღესასწაულისა და წმ. მაქსიმესი.
სამოციქულო და სახარება – წმ. მაქსიმესი.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა VIII): „შენნი არიან ცანი და შენი არს ქვეყანა“.
მუხლი: „ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი უფალო“.
ალილუია (ხმა II): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო...“.