საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
შენიშვნა: ცისკრად და ლიტურგიასა ზედა წასაკითხი სამოციქულო და სახარება მოვიძიეთ ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის (2003წ.) საზოგადო თვენში მითითებული საზოგადო აღმსარებელთა განგებიდან, გვ. 237
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნაზე წმიდის „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იგალობება 4-გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - პირველი აღსავალი.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები 10 მუხლად:
დღესასწაულისა - 6 მუხლი (ხმა VIII, თვით დღესასწაულის განგებაში იძიეთ, ძვ. სტ. 6 აგვისტო).
წმ. მაქსიმესი - 4 მუხლი (ხმა IV, სადღესასწაულოდან, იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო).
„დიდება“ წმ. მაქსიმესი: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ნისლი სჯულისა...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 – აღმსარებელისა (საზოგადო თვენიდან).
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები - აღმსარებელისა (საზოგადო თვენიდან).
„დიდება“ მისივე;
„აწ და“ დღესასწაულისა: „სჯულისა და წინაისწარმეტყუელთა...“ (ხმა V).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები დღესასწაულისა;
„დიდება“ - წმ. მაქსიმესი (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „პეტრეს, იაკობს და იოანეს...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
- ტროპარი წმ. მაქსიმესი: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო..“ - 2-გზის (ხმა VIII).
დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ - 1-გზის (ხმა VII).
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
- ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII) 2-გზის.
„დიდება“ _ ტროპარი წმ. მაქსიმესი: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო..“ – 1-გზის (ხმა VIII).
„აწ და“ - ტროპარი დღესასწაულისა.
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“ მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობით დაჰმწყსი“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა, საზოგადო თვენიდან).
„მართლმადიდებლობაი დაამტკიცე...“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა, საზოგადო თვენიდან).
„დიდება“ _ „ელვარე სიკეთითა...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა, საზოგადო თვენიდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელი აღჰხედ...“ (ხმა IV).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (აღმსარებელისა): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“ (ხმა IV).
მუხლი: „წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 64 დას. XII, 8-12.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა მაქსიმე აღმსარებელისა...“.
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა“.
მცირე მიწყალე.
წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: „მოძღუარო და წინამძღუარო...“ (საზოგადო თვენიდან).
_ „აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი...“.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – დღესასწაულის II კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – წმ. მაქსიმესი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯუარი დასახა მოსე...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი _ წმ. მაქსიმესი (სადღესასწაულოდან, იხ. 12 აგვისტო, შემდგომად მე-3 გალობისა).
წარდგომა _ წმ. მაქსიმესი: „მოძღვრებისა საღმრთოსა...“ (ხმა III)
„დიდება“, „აწ და“ _ წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა თაბორსა...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ნათელო უცვალებელო...“.
„დიდება“ - წმ მაქსიმესი: „ნესტუად გამოსჩნდი...“
„აწ და“ - დღესასწაულისა.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები:
დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის).
აღმსარებელისა - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან, თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“ -ზედა დასდებლების ჩასართავები).
„დიდება“ - აღმსარებელისა: „ყოველთა თანა წმიდათა...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „წარიყვანნა ქრისტემან...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. მაქსიმესი: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო..“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ _ ტროპარი დღესასწაულისა: „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ (ხმა VII).
ჟამებზე:
ტროპარი – დღესასწაულისა და წმ. მაქსიმესი.
კონდაკი – დღესასწაულისა და წმ. მაქსიმესი მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
„გამომსახველობითი ანტიფონები“.
III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან _ 4 მუხლი (I კანონიდან ძლისპირით);
წმიდის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩუენ ძეო ღმრთისაო, რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი, ალილუია“.
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- წმ. მაქსიმესი;
კონდაკები: - „დიდება“ - წმ. მაქსიმესი;
- „აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღესასწაულისა და წმ. მაქსიმესი.
სამოციქულო და სახარება – წმ. მაქსიმესი.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა VIII): „შენნი არიან ცანი და შენი არს ქვეყანა“.
მუხლი: „ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი უფალო“.
ალილუია (ხმა II): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო...“ და IX გალობის ძლისპირი: „შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო....“.