საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-6.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (ხმა V).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ყოვლადპატიოსანსა დაძინებასა...“ (ხმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა _ დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო...“ (ხმა VII).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „უმაღლესი ზესკნელთა...“ (ხმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწდა“ წინადღესასწაულისა: „ერნო, გიხაროდენ...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „ერნო, გიხაროდენ...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ერნო, გიხაროდენ...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა _ წინადღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - წინადღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - მოწამეთა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია _ „ჯუარი დასახა მოსე...“.
_ „უმცირესი“ _ „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „ვარსკულავი ელვარე...“ (საზოგადო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ქალწულნო ყრმანო...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წინადღესასწაულისა (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინადღესასწაულისა: „ანგელოზნი და მწყემსნი...“.
„დიდება“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სუეტთა...“.
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „უპატიოსნესისა დაძინებისა შენისა...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 6 მუხლად:
- წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).
- მოწამეთა - 3 მუხლი.
„დიდება“ მოწამეთა: „ღუაწლითშემოსილნო, მტერთა მათ უხილავთა...“.
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „მოვედით დღეს ყოველნი დაბადებულნი...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწდა“ წინადღესასწაულისა: „ერნო, გიხაროდენ...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: წინადღესასწაულისა და მოწამეთა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წინადღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მოწამეთა VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინადღესასწაულისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - წინადღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება – დღისა, ოთხშაბათისა და მოწამეთა.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათაი, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი - განმრავლდეს“.
მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.