უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება II მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ -სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულის - 3 მუხლი (მა II).

- ხატისა - 5 მუხლი (მა II).

დიდება ხატისა: კაცთმოყვარეო მეუფეო... (მა VIII).

აწ და დღესასწაულისა: დღეს გუნდნი... (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - ხატისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით).

დიდება ხატისა: განხორციელდი შენ... (მა VI).

აწ და დღესასწაულისა: არწმუნებს ყოველთა... (მა VIII)

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

ტროპარი ხატისა: „უხრწნელსა ხატსა... (მა II) (ჟამნიდან).

„დიდება „აწ და დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი... (მა I).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი... - 2-გზის (მა I).

„დიდება ხატისა: „უხრწნელსა ხატსა... (მა II).

„აწ და დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი... (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიოლოიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება აწ და - ხატისა.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა ხატისა: გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე და პატივს ვსცემთ ყოვლადწმიდისა პირისა შენისა ყოვლად დიდებულსა დახატულებასა (იხ. ფერისცვალების დღესასწაული, ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლები - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: არღარა არს მწუხარება... 2-გზის.

„დიდება აწ და მისივე: ღაღად ჰყავ დავით...

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე (მა IV).

მუხლი: იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება ღმრთისა ჩუენისა.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 48 დას. IX, 51-56; X, 22-24.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე”).

- განხორციელდი შენ უფალო... (იხ. სტიქარონსა ზედა დასდებელი).

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირი 2გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - ხატისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად.

_ კატავასია: პირად-პირადად შემკობილმან...

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (მა II).

- წარდგომა ხატისა: „მეფემან ედესისამან... - 2გზის.

„დიდება აწ და დღესასწაულისა: გუნდნი საღმრთოთა... (მა I).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი ხატისა (მა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელიხატისა: ნათელო დაუღამებელო... 2-გზის.

„დიდება აწ და დღესასწაულისა: მოციქული კიდეთაგან...

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად:

დიდება ხატისა: რათა აცურევდინ... (მა IV).

აწ და დღესასწაულისა: უღირდა მხედველთა... (მა I).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ხატისა: „უხრწნელსა ხატსა... (მა II) (ჟამნიდან).

„დიდება „აწ და დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი...(მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ხატისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა და ხატისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები

_ ნეტარებების გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის I კანონის I გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ხატის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, დიდება აწ და-თი.

შესვლად:

ტროპარები: - ხატისა;

- დღესასწაულისა;

კონდაკები: „დიდება - ხატისა;

„აწ და - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - ხატისა და დღესასწაულისა.

სამოციქულო და სახარება - ხატისა და დღისა.

წარდგომა (მა IV): „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველ ქმნა უფალმან.

მუხლი: იხილეს ყოველთა კიდეთა ქვეყნასა, მაცხოვარება ღმრთისა ჩვენისა.

წარდგომა (მა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა.

ალილუია (მა IV): „უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.

ალილუია (მა II): „აღსდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმინდისა შენისა.

მუხლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა თვისითა.

განიცადე: „უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ, და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე“.

განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: ანგელოზთა მიცვალებაი ყოვლადწმიდისაი იხილეს... და IX გალობის ძლისპირი: ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი შენთვის...