უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: კალენდარში მითითებულია მოწამის სამოციქულო და სახარება. წმ. ტბელ აბუსერიძე მოწამე არ არის, არამედ ღირსი მამა, რის გამოც ღირსი მამის საზოგადო სამოციქულო და სახარება უნდა წავიკითხოთ: გალ. 213 დას, V, 22- VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა მამისა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს, „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარი: დღესასწაულისა (მიძინებისა) და უფლის ხელთუქმნელისა ხატისა;

_ კონდაკი: ხატისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება IV მაზე).

_ უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა IV).

- ღირსისა - 3 მუხლი (მა IV).

დიდება - ღირსისა: შენ მონაზონთა სიქადულო... (მა VIII).

აწ და - დღესასწაულისა: უმაღლესი ზესკნელთა... (მა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით)

დიდებ - ღირსისა: რამე სახელ-გდვათ... (მა VIII).

აწ და - დღესასწაულისა: ყოვლადწმიდა სძალი ღმრთისა... (მა II).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი ღირსისა: ჭურ პატიოსან საღმრთოისა სიბრძნისა და მასწავლელ კეთილ ცხორებად მიმყვანებელისა გზისა გამოსჩნდი, ღირსო მამაო ტბელ, წინამძღუარო სარწმუნოებისა ჩუენისაო, მადლისა ნიჭთაგან განმდიდრებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის (მა I).

„დიდება, აწ და ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I) 2-გზის.

„დიდება ტროპარი ღირსისა: ჭურ პატიოსან... (მა I).

„აწ და ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსისა.

„დიდება, აწ და - დღესასწაულისა.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – დღესასწაულის მე-2 კანონი - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, თვით დღესასწაულის განგებაში იძიე, ძვ. სტ. 15 აგვისტო).

II კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: პირად-პირადად შემკობილმან.

_ „უმცირესი: „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა II, თვით დღესასწაულის განგებაში იძიე).

- წარდგომა ღირსისა: მოღუაწებისა ზეთითა... (მა VIII).

დიდება, აწ და წარდგომა დღესასწაულისა: ყოვლადპატიოსანი გუნდი.. (მა I).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: სიყრმით შენითგან აღიღე ჯუარი ქრისტესი, საჭირველი გზა იგი ცხორებისაი კეთილად განვლე და საღმრთოთა საქმეთა დიდებითა შეიმკვე სული შენი, ნეტარო ტბელ, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახსენებელისა შენისანი (მა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი ღირსისა: ქებით აღესრულების...

„დიდება აწ და - დღესასწაულისა: რომელი მიიცვალე ქუეყანით....

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. აღვივსენითსა-ზედა დასდებლები).

- ღირსისა - 3 მუხლი.

დიდება ღირსისა: ღირსო მამაო საწადელო...

აწ და დღესასწაულისა: მოვედით დღეს ყოველნი... (იხ. აღვივსენითსა-ზედა დასდებლების აწ და-ს მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: ჭურ პატიოსან... (მა I).

დიდება, აწ და ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- დღესასწაულის ორივე კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (I კანონი ძლისპირით);

_ ღირსის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი, თავისი დიდება აწ და-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დღესასწაულისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ღირსისა;

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“- დღესასწაულისა;

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა და ღირსისა.

წარდგომა (მა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა.

მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

ალილუია (მა II): „აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი“.

მუხლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა თვისითა.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

განიცადე: სასენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ანგელოზთა მიცვალება... და IX გალობის ძლისპირი: ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი....