2 კორ. 173 დას. III, 4-11
სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ. არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს. ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო, რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით? რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა. და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა. რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.
მთ. 96 დას. XXIII, 29-39
ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად, რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად. რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.