საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამნი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარი: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- ღირსისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ - ღირსისა: „შენ მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).
„აწ და“- ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის..“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით)
„დიდება“ - ღირსისა: „რამე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - დღესასწაულისა: „დავითის გალობასა...“ (ხმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (საზოგადო, ხმა VIII).
„დიდება, აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი დაიმარხე...“ (ხმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი დაიმარხე...“ (ხმა I) 2-გზის.
„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი დაიმარხე...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: ღირსისა.
„დიდება“, „აწ და“ - დღესასწაულისა.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის პირველი კანონი - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, თვით დღესასწაულის განგებაში იძიე).
II კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „პირად-პირადად შემკობილმან“.
_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა II, თვით დღესასწაულის განგებაში იძიე).
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).
„დიდება, აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: „რომელმან ღმერთი მუცლად-იღე..“ (ხმა I).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (საზიარო, ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღესრულების...“
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „მოციქულნი კიდეთაგან...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლები).
- ღირსისა - 3 მუხლი.
„დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო საწადელო...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „ყოვლადპატიოსანსა დაძინებასა...“ (იხ. „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლების „აწ და“-ს მუხლი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (საზოგადო, ხმა VIII).
„დიდება, აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი დაიმარხე...“ (ხმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის ორივე კანონის IV გალობიდან _ 4 მუხლი (I კანონი ძლისპირით);
_ ღირსის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დღესასწაულისა;
- ღირსისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ღირსისა;
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“- დღესასწაულისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- ღირსისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ხმა II): „აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი“.
მუხლი: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა თვისითა“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „სასუმელი ცხორებისაი მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზთა მიცვალებაი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი...“.